ჰაკიმი: "ბარსელონასთან დავამტკიცეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ"
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აშრაფ ჰაკიმიმ, ბარსელონასთან გუშინდელ დაპირისპირებაზე, მედიასთან ისაუბრა. პარიზული გრანდი ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს. პსჟ-სა და ლივერპულს, 9-9 ქულა აქვთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, ბურთების უკეთესი სხვაობის გამო, ცხრილის სათავეში არიან. მაროკოელმა ფეხბურთელმა, მატჩის შემდგომ ინტერვიუში, "Foot Mercato"-სთან ისაუბრა.
ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვუპირისპირდებოდით, რომელსაც მიმდინარე სეზონში წაგება არ ჰქონდა. თუმცა, ჩვენ საოცარი გუნდი გვყავს. გულშემატკივრებისთვისაც საოცარი მატჩი გამოვიდა და ჩვენც სიამოვნება მივიღეთ. ბარსელონასთან დავამტკიცეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ვართ.
წელს დიდი მიზანი გვაქვს, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ - ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება. ჩვენი მიზანია, კვლავ ყველაფერი მოვიგოთ. ამაზე მწვრთნელიც ყოველდღიურად ზრუნავს. ლუის ენრიკესთვის, მთავარია, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი არ დავკარგოთ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ მოვიგებთ. - აშრაფ ჰაკიმი
🔴🔵 Achraf Hakimi: “We want to win, win, win again! We want to keep winning titles”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 21, 2026
“Luis Enrique brings us this winning mentality, we are always hungry”. pic.twitter.com/fAc5yZkyXa