Belive

ჰაიტი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ნაკრების მწვრთნელი კი ქვეყანაში არასდროს ყოფილა

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით ტურში ჰაიტიმ ნიკარაგუა 2:0 დაამარცხა და მუნდიალზე ისტორიაში მეორედ გავიდა.

ჰაიტელთა 52 წლის მთავარი მწვრთნელი, სებასტიან მინიე, რომელმაც პოსტი 18 თვის წინ დაიკავა, ჰაიტიში არსებული კონფლიქტის გამო, ქვეყანაში არასდროს ყოფილა. მისი გუნდი კი მატჩებს 800 კილომეტრის დაშორებით, კურასაოში მართავს.

2010 წელს ჰაიტიში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ქვეყანაში დიდი არეულობაა. შეიარაღებულმა ბანდებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს, რამაც მილიონზე მეტი ადამიანი აიძულა, საკუთარი სახლებიდან გაქცეულიყო.

ტურისტებს აფრთხილებენ, რომ 12-მილიონიან ქვეყანაში არ ჩავიდნენ, რადგან გატაცებისა და სხვა დანაშაულების ძალიან მაღალი რისკი არსებობს.

2010 Haiti Earthquake: 10 Years Later | Doctors Without Borders
,,ჰაიტიში ჩასვლა შეუძლებელია, რადგან ძალიან საშიშია. როგორც წესი, იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ვმუშაობ, მაგრამ იქ ვერ ჩავალ, საერთაშორისო ფრენებიც არ არსებობს.

ჩემმა ცოლმაც კი მკითხა - რას აკეთებ, სებ? სოციალურ მედიაში რამდენიმე სურათი ვნახე და სრული სიგიჟე იყო.

ახლა ჩემი ფეხბურთელები შესანიშნავი ელჩები იქნებიან იმ ქვეყნის, რომელსაც ისინი ძალიან სჭირდება. ჰაიტიში ხალხი იტანჯება და ზეიმის ბევრი შესაძლებლობა არ არის.'' - სებასტიან მინიე

მინიე, რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი იყო, ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში ინფორმაციას ჰაიტის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებისგან მობილურის დახმარებით იღებდა:

მათ მომცეს ინფორმაცია, მე კი გუნდს დისტანციურად ვმართავდი.

Image

ჰაიტის ნაკრები ახლა მთლიანად ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოთამაშე ფეხბურთელებისგანაა დაკომპლექტებული. მათი უმეტესობა ჰაიტიშია დაბადებული, დანარჩენს კი ჰაიტელი მშობლები ჰყავთ.

ჰაიტელებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე მხოლოდ ერთხელ, 1974 წელს, გერმანიაში ჰქონდათ ნათამაშები - მაშინ კუნძულელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი დათმეს (არგენტინასთან, იტალიასთან და პოლონეთთან).

კონკაკაფიდან მუნდიალის საგზური, ჰაიტის გარდა, პანამამ და დებიუტანტმა კურასაომ გაიფორმეს.

ჰაიტის ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია, როცა მუნდიალზე გასვლის შესახებ გაიგეს (ჰაიტის ბედი კოსტა რიკასა და ჰონდურასის მატჩის შედეგზე იყო დამოკიდებული):

სხვა სტატიები