H ჯგუფი პლეი-ოფში მესამეადგილოსანის გარეშე. ურუგვაი გავარდა
დღეს H ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ესპანეთისა და ურუგვაის დაპირისპირება გაიმართა სადაც "ლა როხამ" მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, შეხვედრის 42-ე წუთზე, ალექს ბაენამ გაიტანა.
ურუგვაი მთელი თამაშის განამვლობაში, შეტევაში, დიდად ვერაფრით გამოირჩეოდა. სამხრეთ ამერიკელებმა, მეტოქის კართან, მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შექმენს და მეორე ტაიმში, საკმაოდ აგრესიული თამაშითაც გამოირჩეოდნენ.
"ლა სელესტეს" თითქმის ყველა მოთამაშე, დაცვაში, ესპანელთა წინააღმდეგ, საკამოდ უხეშობდა. ასეთი თამაშის ფონზე კი, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ისმაილ ელფათიმ, ურუგვაელთა თავმდამსხმელი, აგუსტინ კანობიო, პაუ კუბარსის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო, შეხვედრის ბოლო წუთებზე, მოედნიდან გააძევა.
საინტერესო იყო ისიც, რომ მეორე ნახევარი, ურუგვაიმ მეკარის ცვლილებით დაიწყო, როდესაც ფერნარდო მუსლერას ნაცვლად, რომელსაც საკმაოდ მძიმე მუნდიალი გამოუვიდა, მოედანზე სერხიო როჩეტი გამოვიდა. ურუგვაიმ, ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ 2 ქულა დააგროვა და მუნდიალს დაემშვიდობა.
თავის მხრივ ესპანეთმა კი, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამასთან ერთად, ესპანეთი მეოთხე ნაკრებია (აგრენტინასთან, განასთან და მექსიკასთან ერთად), რომელსაც მუდნიალზე გოლი არ გაუშვია. "ლა როხა", პლეი-ოფში ალჟირის ან ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
🌎🇪🇸🇨🇻 Spain win their group as Cape Verde make history and fly to World Cup Round of 32!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 27, 2026
Uruguay and Saudi Arabia are OUT of the World Cup. ❌🇺🇾🇸🇦 pic.twitter.com/FFpB9yEi0G