"გვჯეროდა, რომ ეს შეგვეძლო" - მიკელ არტეტა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის მატჩში, "არსენალი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 3:0 გაარჯვა. "მეთოფეებმა" 1/2-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ საპასუხო მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდებიან.
"სამეფო კლუბის" კარში 2 გოლი დეკლან რაისმა გაიტანა, რომელმაც 58-ე და 70-ე წუთებზე საჯარიმო დარტყმები ზუსტად შეასრულა, ხოლო მესამე გოლის ავტორი მიკელ მერინო გახდა.
მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე,მიკელ არტეტამ აღფრთოვანება ვერ დამალა.
ჯერ კიდევ მატჩის დაწყებამდე განსაკუთრებული ატმოსფერო შევქმენით. დეკლანის გოლები კი უბრალოდ გასაოცარია. ის ძალიან მონდომებულია. ხშირად ვსაუბრობთ და მისი შემართება თვალსაჩინოა. მიხარია, რომ დღეს ორი დიდებული გოლი გაიტანა.
გუნდში საოცრად დიდი თავდაჯერება სუფევდა. გვჯეროდა, რომ ეს შეგვეძლო და საბოლოოდ გავიმარჯვეთ, ალბათ ყველაზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, ვისთანაც კი შეიძლებოდა, რომ გვეთამაშა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ნახევარი გზა გავიარეთ, ამ გამარჯვებას ავღნიშნავთ.
თითქმის 20 წელია, რაც "რეალის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე არ გვითამაშია და განსაკუთრებით მოვემზადეთ, რომ ისტორია დაგვეწერა. - მიკელ არტეტა.
საპასუხო მატჩი 16 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.