,,გვინდოდა, რომ მატჩის გადადებით მხარი დაეჭირათ'' - ალონსო ოსასუნასთან მატჩის წინ
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო, რეალმა ლა ლიგას პირველი ტურის მატჩის გადადება სთხოვა, რაზეც პასუხად უარი მიიღო. ოსასუნასთან მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ხაბი ალონსოს, სწორედ ამ საკითხზე ჰკითხეს:
,,ახლა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ, მაინც ვისურვებდით, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირათ, პირველ ყოვლისა, ფეხბურთელების ჯანმრთელობის გამო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მხოლოდ 2 კვირა გვქონდა, მაგრამ მიზეზებს არ ვეძებთ... გუნდი ბრძოლისთვის მზადაა. ზოგჯერ სულისკვეთება ფიზიკურ მომზადებაზე მეტს ნიშნავს.'' - ხაბი ალონსო
რეალი ლა ლიგის პირველ ტურის შეხვედრას ხვალ, 19 აგვისტოს, ოსასუნას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.