Belive

გვარდიოლამ ბარსელონას მწვრთნელი შესთავაზა - ლაპორტამ მოლაპარაკებები დაიწყო

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბარსელონას სპორტული დირექტორი და კლუბის ყოფილი ფეხბურთელი -დეკუ, ცნობილ ესპანურ გამოცემა "Marca"-სთან ხავის შემცვლელის შესახებ საუბრობს.

როგორც "Marca" იუწყება, დეკუმ უკვე დაიწყო ხავის შემცვლელის ძიება, რომელიც კატალონიურ გრანდს 30 ივნისიდან, ანუ ხავის კლუბიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარებს.

ესპანური გამოცემა ასევე იუწყება იმას, რომ კლუბის ყოფილმა და ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, "ბარსელონას" მესვეურებთან, კერძოდ კი დეკუსთან და ლაპორტასთან ახალი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა და მათ რჩევა მისცა, რომ მოლაპარაკებები "ბრაიტონის" იტალიელ მთავარ მწვრთნელთან - რობერტო დე ძერბისთან დაეწყოთ.

დეკუს სურს მწვრთნელი, რომელსაც ევროპაში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს და ახალგაზრდებთან მუშაობა შეუძლია, ასევე ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გამარჯვებულის მენტალიტეტია. რა თქმა უნდა, დე ძერბი ამ პროფილს იდეალურად შეესაბამება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" ახალი მწვრთნელის პოვნაში ძალიან ეხმარება და კატალონიურ კლუბს საინტერესო რჩევებს აძლევს.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 2008-2012 წლებში იყო, რა დროშიც მან "ტრებლის" მოგება 2-ჯერ შეძლო. მისი ხელმძღვანელობის დროს "ბარსელონამ": ორი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, სამი ლა ლიგის ჩემპიონობა, ორი კოპას დელ რეი, სამი ესპანეთის სუპერთასი, ორი ევროპის სუპერთასი და ორი მსოფლიო საკლუბო თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სამყაროში, პეპ გვარდიოლას მიერ გაწვრთნილი "ბარსელონა" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კლუბად მიიჩნევა.

სხვა სტატიები