Belive

გვარდიოლა უკრაინაზე: "ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა რომ უდანაშაულო ხალხი უნდა განადგურდეს"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის გუნდში უკრაინელი, ოლექსანდრ ზინჩენკო თამაშობს, რისი მეშვეობითაც, გვარდიოლა ომზე კარგად არის ინფორმირებული. ხოსეპმა ინტერვიუში რუსეთისა და პუტინის ქმედება დაგმო.
"დრამა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყნები აგრძელებენ ნგრევას, რადგან ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ უდანაშაულო ხალხი უნდა განადგურდეს. ამავდროულად, მსოფლიო ერთად დგას - მსოფლიო დუმს. ფეხზე ხალხი კი არა, მსოფლიო მთავრობები უნდა დადგნენ. სამყარომ არ უნდა დაუშვას, რომ ეს მოხდეს. თუ ყველაფერი ცუდად დასრულდა, ეს იქნება პოლიტიკური და ეკომომიკური - ანუ, ყველაფრის მარცხი. სიძულვილის ოდენობა, რომელიც იქნება მომავალ თაობებში, შესაძლოა, უამრავი წლის განმავლობაში ვერ გამოსწორდეს. უკრაინელი ხალხი არასოდეს დაივიწყებს იმას, რაც შეემთხვა. მშვიდად ცხოვრობდნენ - სახლში რჩებოდნენ, მუშაობდნენ, სკოლაში დადიოდნენ... შემდეგ კი ერთი ადამიანის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყანა დაინგრა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია საკუთარ ქვეყნებში - მოდის ადამიანი, რომლის მიზანი შენი განადგურებაა, ის კლავს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს. ერთი ადამიანის მეშვეობით ყველაფერს კარგავ და გიწევს სხვა ქვეყანაში გაქცევა. სად არის ნატო? სად არის აშშ? სად არის ევროკავშირი? ისინი ყველაფრის თავიდან აცილებას ცდილობდნენ, მაგრამ ახლა უკვე გვიანია. ეს არის კაცობრიობის აბსოლუტური მარცხი, პოლიტიკოსების უუნარობა. წესით, მხოლოდ იმისთვის არსებობენ, რომ ცოტა უკეთ ვიცხოვროთ. ჩვენ ხომ ვმუშაობთ და გადასახადებს ვიხდით. მათ ზრუნვა მხოლოდ ამაზე უწევთ, ახლა კი ყველანი დამარცხებულები არიან“, - განაცხადა გვარდიოლა გვარდიოლამ.
 

სხვა სტატიები