გვარდიოლა: ,,რეალმა 15 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ 100-ში ითამაშა, ეს წარუმატებლობაა?''
21 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის რეალთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,სპორტში, შეიძლება, შეცდომები დაუშვა... შესაძლოა, მეტოქემ გაჯობოს და შენ ამას უნდა შეეგუო, რათა გაუმჯობესდე. მსოფლიოში არ არსებობს გუნდი, რომელიც ყოველთვის იგებს, ჩვენ რეალთან არაჩვეულებრივი მატჩები ჩაგვიტარებია და სხვა დროსაც გამოვვარდნილვართ, ეს წარუმატებლობაა? სპორტში მეტს აგებ, ვიდრე იგებ. დედამიწაზე იმაზე გაცილებით მეტი უბედურებაა, ვიდრე გამოვარდნა. მთავარია სცადო, ჩვენ ბერნაბეუზე ვეცადეთ, ზოგი რამ გამოგვივიდა, ზოგი კი არა. რეალმა ბრწყინვალედ ითამაშა. რამდენი ჩემპიონთა ლიგა აქვთ მოგებული? 15? და რამდენში უთამაშიათ? 100-ში... ამიტომ, მათაც მეტი წააგეს, ვიდრე მოიგეს.
ხვალისთვის კონკრეტული გეგმა არ მაქვს, უბრალოდ მაქსიმუმის გაკეთებას ვაპირებთ. იგივე შემადგენლობა არ გვყავს, რაც წლების წინ, მაგრამ ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა.
ვიცით, რომ მომენტებს შევქმნით, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ დავიცავთ თავს. ეს ფეხბურთია და შეიძლება, ყველაფერი მოხდეს. 90 წუთის განმავლობაში იდეალურები უნდა ვიყოთ.'' - პეპ გვარდიოლა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მანჩესტერ სიტი რეალს უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.