Belive

გვარდიოლა: ,,ლივერპულთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ლივერპულთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ლივერპულთან თამაში ჩვენთვის ყოველთვის ყველაზე დიდი გამოწვევა იყო და ახლაც ასე იქნება. მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით, ცხრილში, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. ,,ენფილდზე'' ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ვაგებდით თუ ვიგებდით, ხასიათს ვავლენდით.

გასულ სეზონში ,,ლივერპულს'' 4 ტიტულის მოგება შეეძლო, მაგრამ მცირე დეტალების გამო ვერ მიაღწიეს იმას, რისთვისაც სხვა არცერთ ინგლისურ გუნდს არ მიუღწევია. ყურადღებას არ ვაქცევ იმას თუ როგორი პერიოდი აქვთ ახლა. მათ იციან, რომ ბოლო წლებში ჩემპიონობისთვის სწორედ ჩვენ ვიბრძოდით და პრემიერლიგაში ოდნავ უკეთესები ვიყავით, თუმცა ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ არაფერი ცვლის,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

პრემიერლიგის მე-11 ტურში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,ლივერპულს'' ესტუმრება. მატჩი კვირას, 19:30 საათზეა ჩანიშნული.

9 თამაშის შემდეგ, გვარდიოლას გუნდი 23 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,მერსისაიდელები'' კი 10 ქულით (8 თამაშში) მე-10 ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები