Belive

ალისონს კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაუხანგრძლივეს

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა ალისონ ბეკერის კონტრაქტის 12 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობა გამოიყენა.

ალისონმა 2021 წელს ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც შეიცავდა პუნქტს, რაც „წითლებს“ ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების საშუალებას აძლევდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ლივერპულმა ახლა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, რათა მეკარეს, სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ალისონი ლივერპულში რომადან, 2018 წლის ზაფხულში, 65 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მივიდა და თუ ის კიდევ ერთი წლით დარჩება (2027 წლამდე), ლივერპულში დიდებულ 9-წლიან კარიერას ბოლომდე მიიყვანს.

33 წლის მეკარემ, ყველა ტურნირზე, 330 მატჩი ჩაატარა. მას ბოლო წლებში ბარძაყის კუნთის ტრავმები აწუხებდა და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩშიც (გალათასარაისთან/მარცხი 1:0) გამოტოვა, სადაც ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა.

სხვა სტატიები