"გიორგი კვერნაძეს პრემიერ ლიგის გუნდი აქტიურად აკვირდება" - ნიკოლო სკირა
ფროზინონეს ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი კვერნაძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ამიტომ არაერთი კლუბის ყურადღებაც მალევე მიიპყრო. ერთ-ერთი ასეთი გუნდი პრემიერ ლიგიდანაც გამოჩნდა.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ექსპერტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით 23 წლის გიორგი კვერნაძის მიმარტ ინტერესს იჩენს და აქტიურად აკვირდება პრემიერ ლიგის გუნდი ჰალ სიტი.
🚨 Excl. - HullCity are interested and are monitoring #Frosinone’s winger Giorgi #Kvernadze (born in 2003). #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) September 21, 2026
გიორგი კვერნაძეს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.
ფროზინონე სერია A-ს ცხრილში 10 ქულით მე-5 პოზიციაზეა (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 10 ოქტომბერს ნაპოლის წინააღმდეგ გამართავს.
ჰალ სიტის პრემიერ ლიგის გასული 5 ტურის შემდეგ 8 ქულა აქვს (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).