Belive

გვარდიოლა: "ჩვენ მბაპე არ გვჭირდება, ყველამ იცის სადაც უნდა მას თამაში..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, 52 წლის - პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერულ კლუბში შესაძლო და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ისაუბრა.

"ჯერჯერობით უცნობია თუ ვის დავიმატებთ კლუბში. საუბარია იოშკო გვარდიოლსა და რამდენიმე მცველზე, თუმცა ჯერ დადასტურებით ვერაფერს გეტყვით.

ერთი რაზეც შემიძლიათ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია გითხრათ, კილიან მბაპეს საკითხია. ხშირად იწერება, რომ ჩვენ მისი შეძენით დაინტერესებულები ვართ, თუმცა ახლა ამ ფაქტს მე უარვყოფ და ამ ყველაფერზე საუბარი ზედმეტია.

მგონი ყველამ კარგად ვიცით, თუ სად ითამაშებს მბაპე "პსჟ"-დან წასვლის შემდეგ, ეს ყველამ იცის და უკვე შეთანხმებულიცაა. ჩვენ მბაპე არ გვჭირდება, რადგან ამ კლუბში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი მყავს, რომელიც მას მირჩევნია..."

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია, რადგან ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა პარიზულ გრანდში. როგორც თავად მბაპემ, სოციალურ ქსელში აღნიშნა, იგი კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს, შემდეგ კი კლუბს დატოვებს.

პარიზული კლუბის დატოვების შემდეგ, 23 წლის ფრანგი ვარსკვლავი კარიერას სავარაუდოდ მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

სხვა სტატიები