Belive

გვარდიოლა: ,,ჩეპიონთა ლიგის მოსაგებად რეალის დამარცხებაა საჭირო, ეს განცდა ყველა გუნდს აქვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას თქმით, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისთვის ნებისმიერ გუნდს ,,რეალის'' დამარცხება სჭირდება:

,,ვფიქრობ, მსოფლიოს ყველა გუნდს აქვს იმის განცდა, რომ ამ ტურნირის მოსაგებად მადრიდის ,,რეალის'' დამარცხებაა საჭირო. ადრე ასეთი კლუბი ,,ბარსელონა'' იყო, მაგრამ ახლა ,,რეალია''.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამე წელია გავდივართ. ,,ბაიერნთან'' ორ მატჩში დაფიქსირებული შედეგი (4:1) რეალობას არ ასახავს, რადგან ვიცი, რომ ეს ძალიან კარგი გუნდია და მათი თამაშით ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ამ ტურნირში ყველაფერს დეტალები წყვეტს,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ბაიერნს'' ორი მატჩის ჯამში 4:1 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში გვარდიოლას გუნდის მეტოქე მადრიდის ,,რეალი'' იქნება''

სხვა სტატიები