Belive

გუტი: ,,მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება რეალიდან წასვლა იქნება''

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი, გუტი, მიიჩნევს, რომ მცირე სათამაშო დროის გამო, ენდრიკისთვის უკეთესი იქნება თუ ,,სამეფო კლუბს'' დატოვებს:

,,ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ენდრიკს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონია, არც კი გახურებულა და ხაბი ალონსოს მის ნაცვლად მოედანზე გონსალო გარსია შეჰყავს.

თუ მას დეკემბრამდე არანაირი შანსი არ მიეცემა, ვფიქრობ, მისთვის საუკეთესო ვარიანტი გუნდიდან იჯარით წასვლაა, რათა ზრდა განაგრძოს. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით, ხშირად ვსაუბრობთ, რომ მოედანზე გატარებული წუთები ძალიან მნიშვნელოვანია.'' - გუტი

ენდრიკმა რეალის შემადგენლობაში ბოლოს მაისში ითამაშა, გასული პერიოდი კი ტრავმის გამო გამოტოვა. ბრაზილიელი სამეფო კლუბის განაცხადში სექტემბერში დაბრუნდა, თუმცა ალონსოსგან ჯერჯერობით სათამაშო დრო არ მიუღია.

ესპანური მედიის ცნობით, ენდრიკის იჯარით გაშვების ვარიანტს რეალში მართლაც განიხილავენ, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა მადრიდში დარჩენას ამჯობინებს იმ იმედით, რომ 19 წლის თავდამსხმელი ალონსოს თავს მაინც მოაწონებს.

სხვა სტატიები