Belive

გურამ კაშია: "საქართველოში მეტოქის სტატუსით თამაში უცნაური შეგრძნებაა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "დინამო ბათუმი", ბრატისლავის "სლოვანს" უმასპინძლებს. მატჩის წინა დღეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და სლოვაკეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ცენტრალურმა მცველმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.
"არ მსიამოვნებს, რომ აქ მეტოქის სტატუსით ვარ ჩამოსული. რაღაც უცნაური შეგრძნება იქნება, ჩემთვისაც, ჯაბასთვისაც და გიორგისთვისაც. აქ შვედეთის წინააღმდეგ გავიმარჯვეთ და იმ შეხვედრაში სტადიონმა და იქ შექმნილმა ატმოსფერომ დიდი მუხტი მოგვცა. ბათუმის სტადიონზე მართლაც განსაკუთრებული გარემოა. "დინამო ბათუმის" თამაშით მოხიბლული ვარ. ის, თუ როგორც მათ წინა შეხვედრაში ითამაშეს, მაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მათ ჩემგან კომპლიმენტი ეკუთვნით. უცნაური შეგრძნება იქნება, თუმცა, როცა მოედანზე გავალ ჩემი გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები", - თქვა გურამ კაშიამ.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" დაპირისპირება 13 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები