Belive

გურამ კაშია: "ხვალინდელი მატჩი ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანი ტესტი იქნება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

"ფეხბურთელების შესაძლებლობების შესახებ კარგად მოგვეხსენება. იმის მიუხედავად, რომ მათი ინდივიდუალური ვიდეოები ჯერ არ გვინახავს. ვფიქრობ, რომ გუნდურად მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ. ჩემი მოვალეობა თავდამსხმელების გაჩერებაა და ამისთვის მზად ვარ.

ბათუმთან ძალიან კარგი მოგონება მაკავშირებს. ბოლოს აქ სლოვანთან ერთად ვითამაშე და ისიც დადებითად აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. იმედია, ამ რთულ მატჩსაც გულშემატკივრის მხარდაჭერის ფონზე, კარგ მოგონებად ვაქცევთ.

ვფიქრობ, ხვალინდელი შეხვედრა ჩვენთვის იქნება ტესტი, სადაც შევამოწმებთ ჩვენს ძალებს იმის შესახებ, რომ შეგვიძლია თუ არა ერთი ნაბიჯით მაღლა ასვლა.

ვფიქრობ, ჰოლანდი დღესდღეობით საუკეთესო თავდამსხმელია და ბედნიერი ვიქნებოდი მის წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა რომ მქონოდა", - თქვა გურამ კაშიამ.

საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება 28 მარტს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები