Belive

გურამ გიორბელიძე და თორნიკე გაფრინდაშვილი პოლონურ ზაგლებიეში ითამაშებენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გურამ გიორბელიძე კარიერას პოლონურ ,,ზაგლებიეში'' გააგრძელებს. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 26 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გიორბელიძემ, რომელიც ,,ვოლფსბერგერის'' საკუთრება იყო, გასული სეზონი ,,დინამო დრეზდენში'' გაატარა, სადაც 20 შეხვედრა ჩაატარა.  


,,ზაგლებიეში'' ითამაშებს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, თორნიკე გაფრინდაშვილი, რომელმაც ,,დინამო ბათუმი'' ახლახან დატოვა. 24 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 3-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ანგარიშზე ,,დინამო ბათუმის'' შემადგენლობაში ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა იყო. ლუბინის ,,ზაგლებიემ'' პოლონეთის ექსტრაკლასას 2021-2022 წლების სეზონი 38 ქულით სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები