"გუნდში ისინი მეგობრობის გამო არ მოგვყავს" - დეკო
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად კლუბის ფეხბურთელი, დეკო ნიკო უილიამსის ტრანსფერზე საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე თუ რამდენად შესაძლებელია მისი ტრანსფერის განხორციელება.
ის ფაქტი, რომ ისინი (ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი) მეგობრები არიან, კარგია, მაგრამ გუნდში ისინი მეგობრობის გამო არ მოგვყავს, რადგან ეს მეგობრების კლუბი არ არის. ჩვენ აქ სამუშაოდ ვართ და ვცდილობთ გამარჯვებისთვის თამაშს, ამის შემდეგ თუ ისინი ერთმანეთს შეეწყობიან, კიდევ უკეთესი. ჩვენ ყოველთვის გვაღლევებს ის ფაქტი თუ როგორი სიტუაციაა გასახდელში, ჩვენთან ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა და გვსურს ამის შენარჩუნება.
ნიკო უილიამს გასულ სეზონშიც ვაკვირდებოდით და მისი შეძენის იდეა ყოველთვის გვქონდა, მაგრამ მაშინ დანი ოლმო უფრო პრიორიტეტული გახლდათ ჩვენთვის. - დეკო - ბარსელონას სპორტული დირექტორი
დეკომ ყურადღება გაამახვილა მეკარეზეც, მათ ჰყავთ საიმედო მეკარე, ტერ შტეგენი, მაგრამ დაიმატეს ჟოან გარსია. ამ ფაქტს პორტუგალიელი ასე განმარტავს:
ძალიან მარტივ მაგალითს მოგიყვანთ. ლივერპულს ჰყავს 32 წლის მეკარე, სახელად ალისონი, და მათ დაიმატეს ლა ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო, 24 წლის მამარდაშვილი. როდესაც გყავთ 32-33 წლის მოთამაშეები თქვენ სამომავლო პერსპექტივებზე უნდა იფიქროთ. გასულ წელს და უფრო ადრეც ტერ შტეგენი დაშავდა და მხოლოდ ინიაკი პენია გვყავდა, ახალგაზრდულ გუნდშიც მოიაზრებოდა რამდენიმე კარგი მეკარე, მაგრამ ისინი ძალიან ახალგაზრდები იყვნენ და ამ ამბავმა წითელი დროშა აგვინთო. - დეკო - ბარსელონას სპორტული დირექტორი
Deco, sobre el fichaje de Nico y su amistad con Lamine: "Esto no es un club de amigos" https://t.co/yMPq1qBFcO
— MARCA (@marca) June 22, 2025