Belive

პოლ სქოულზი: "დღეიდან პედრი ჩემი საყვარელი ფეხბურთელია"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგა მოგებით დაიწყო. ნიუკასლის წინააღმდეგ სტუმრად ჩასულ კატალონიელებს მარკუს რაშფორდმა მოაგებინა (1:2).

მატჩის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედისა და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა - პოლ სქოულზმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პედრის ფოტო, რომელსაც დააწერა, რომ დღეიდან პედრი მისი საყვარელი ფეხბურთელია.

სქოულზის ფოტო მისი სოციალური ქსელიდან

პოლ სქოულზს პროფესიონალური ფეხბურთის თამაშის დროსაც არაერთხელ უთქვამს, რომ ანდრეს ინიესტა ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველია, პედრის კი სწორედ ანდრეს ინიესტას ადარებენ, სავარაუდოდ სქოულზისთვის კი პედრი სწორედ ამიტომ გახდა საყვარელი ფეხბურთელი...

აქვე შეგახსენებთ, რომ პოლ სქოულმა მთელი საფეხბურთო კარიერა მანჩესტერული კლუბის წითელ მხარეს მიუძღვნა. მან 'წითელი ეშმაკების' მაისურით 716 მატჩი ჩაატარა, სადაც 155 გოლის გატანა და 88 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. მან კლუბთან ერთად 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 11-ჯერ კი ინგლისის ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები