"გრინვუდის ყიდვა დედაჩემმა მირჩია" - მარსელის პრეზიდენტი
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარსელის პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-თან ისაუბრა და ყურადღება მეისონ გრინვუდის ტრანსფერზე გაამახვილა, მან ინტერვიუში აღიარა, რომ ეს გადაწყვეტილება დედამ მიაღებინა.
ჩემთვის, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტობა იგივეა, რაც გულშემატკივრობა, რადგან ეს დამატებით ემოციებს გჩუქნის. ქომაგობა თითოეული გულშემატკივრისთვის გატაცებაა, შენ კი ამას ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და ღირებულებებით უნდა გაუფრთხილდე. ვფიქრობ, ჩემი პასუხისმგებლობაა არ დავკარგო ის ძირითადი აქცენტი ფეხბურთზე, რასაც გულშემატკივრების პატივისცემა ჰქვია.
საფეხბურთო კლუბი არ არის კომპანია, რა თქმა უნდა ჩვენ შედეგებისთვის ვმუშაობთ, მაგრამ ფეხბურთს სხვა მნიშვნელოვანი რამ ახლავს, რაც სიამოვნებას იწვევს ხალხში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მე დედაჩემს ვკითხე თუ რას ფიქრობდა მეისონ გრინვუდის შეძენაზე, მან კი მითხრა, რომ გუნდში უნდა დამემატებინა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისეთი ადამიანისგან მჭირდებოდა რჩევა, რომელსაც სპორტული მიკერძოება არ გააჩნდა. - პაბლო ლონგორია - მარსელის პრეზიდენტი
Interview with Marseille president Pablo Longoria: I asked my own mother whether it was right to sign Mason Greenwood https://t.co/5g6BQ7159I
— Jason Burt (@JBurtTelegraph) January 26, 2026
შეგახსენებთ, რომ მეისონ გრინვუდი მანჩესტერ იუნაიტედიდან მარსელს 2024 წელს 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ში 12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ფრანგულ გუნდში გადასვლის დღიდან დღემდე კი 64 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 42 გოლი/12 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.