აღნიშნული სცენარით მარსელის გავარდნა თითქმის გამორიცხული იყო
გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, ბოლო ტურში საოცარი რამ ვიხილეთ. ბენფიკამ რეალ მადრიდი 4:2 დაამარცხა, 2-ბურთიანი სხვაობა პორტუგალიური კლუბის მეკარემ ანატოლი ტრუბინმა დააფიქსირა და თავისი გუნდი პლეი-ინში გაიყვანა, ანუ ბენფიკა 1/16-ფინალში გავიდა და მარსელს ადგილი წაართვა.
სანამ ბენფიკა მე-4 გოლს გაიტანდა, პლეი-ინში მარსელი გადიოდა, მაგრამ ბოლო წამს ყველაფერი ფრანგული გუნდის საწინააღმდეგოდ შემოტრიალდა და მომდევნო ეტაპზე პორტუგალიურ კლუბს ვიხილავთ.
მატჩის შემდეგ, სტატისტიკისა და ანალიტიკის გვერდმა, Opta-მ ბოლო ტურამდე თითოეული გუნდის მომდევნო ეტაპზე გასვლის პროცენტული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, იმის შანსი, რომ ფრანგული გუნდი პლეი-ინში გავიდოდა 96% იყო, ხოლო ის რაც გუშინ დაფიქსირდა აღნიშნულ მდგომარეობას ხელოვნური ინტელექტი 0.00005%-ით აფასებდა. გუშინ განვითარებული სცენარი თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ ბენფიკამ ეს მოახერხა და მარსელს აჯობა.
Grok, l'IA du réseau social X, a estimé à 0,00005% le scénario qui a conduit à l'élimination de l'OM mercredi à l'issue de la phase de ligue de Ligue des champions.https://t.co/A67aiePPLe pic.twitter.com/GTEK7wDZ2D
— RMC Sport (@RMCsport) January 29, 2026
ბენფიკამ პლეი-ინის ბოლო 24-ე ადგილი დაიკავა, ხოლო მარსელი 25-ე პოზიციას დასჯერდა და მომდევნო ეტაპის გარეშე დარჩა.
პორტუგალიური კლუბი 1/16-ფინალში იასპარეზებს, მისი მეტოქის ვინაობა 30 იანვარს წილისყრის მეშვეობით გაირკვევა. მატჩები კი 17-18 და 24-25 თებერვალსაა ჩანიშნული.