Belive

გრანადა ბილბაოს მატჩის დროს გულშემატკივარი გარდაიცვალა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრა, სადაც გრანადა საკუთარ არენაზე "ატლეტიკ ბილბაოს" უპირისპირდებოდა სამწუხარო მიზეზის გამო შეწყდა. გავრცელებული ინფორმაციით მატჩზე მისული გულშემატკივარი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორივე გუნდი თავის სოციალურ გვერდზე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.

მატჩის მე-6 წუთზე ინაკი ვილიამსმა ბილბაო წინ გაიყვანა. მე-18 წუთზე კი შეხვედრა შეწყდა.

მატჩის განახლების თარიღი და დრო მალე გახდება ცნობილი.

სხვა სტატიები