Belive

გოლი ზედიზედ მე-3 მატჩში | მიქაუტაძის შეფასება ლევანტეს წინააღმდეგ

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის გადადებული, მე-16 ტურის შეხვედრაში, ვილიარეალმა ლევანტე სტუმრად 1:0 დაამარცხა.

ვილიარეალის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ჟორჟმა ესპანეთის ჩემპიონატში თავის გამოჩენა ზედიზედ მესამედ შეძლო.

ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 7,8 ქულით შეაფასა. მიქაუტაძემ, რომელიც ბურთს 38-ჯერ შეეხო, კარში 2-ჯერ დაარტყა, 10-დან 6 დუელი მოიგო და 22-დან 17 ზუსტი გადაცემა (77%) გააკეთა.

7,6-7,6 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან და Flashscore-სგან.

ვილიარეალი, რომელიც 48 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს კვირას, 22 თებერვალს, ვალენსიას წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები