Belive

გოჩოლეიშვილი ჰამბურგის ძირითადში იყო | რა შეფასება დაიმსახურა ქართველმა?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის პირველ ტურში, მიუნხენგლადბახმა შინ ჰამბურგი მიიღო და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ეს მატჩი ჩვენთვის იმით იყო გამორჩეული, რომ ჰამბურგის ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების წევრი, გიორგი გოჩოლეიშვილი მოხვდა. გიორგიმ მოედანზე 86 წუთი გაატარა და ის მწვრთნელმა 21 წლის მცველით, უილიამ მიკელბრენსისით შეცვალა.

გოჩოლეიშვილი პასებს 71%-იანი სიზუსტით ასრუულებდა. ერთი გამამწვავებელი გადაცემა გააკეთა. კარისკენ ერთხელ დაარტყა და ერთიც წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. სტატისტიკისა და მონაცემების ვებ-გვერდებმა გიორგის თამაში 6.2 ქულით შეაფასეს.

სხვა სტატიები