"გიორგის გუნდში დაბრუნებას მოუთმენლად ველოდები" - უოტფორდის მწვრთნელი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"უოტფორდმა" სეზონის დაწყებამდე ამხანაგური შეხვედრა გამართა, სადაც "ჯილინგემს" დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი ჩაკვეტაძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ქართველის გუნდში ხილვას:
ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ ხშირად გიორგის ნახვის საშუალება არ მომეცა. მოუთმენლად ველოდები წინასასეზონო მატჩებში მის პირველ წუთებს, განსაკუთრებით იმ შესანიშნავი ფორმის შემდეგ რაც მან ზაფხულში ჩატარებულ ტურნირზე აჩვენა. - ტომ კლევერლი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი