"გიორგის არაფერი აწუხებს, თუმცა ის ბრისტოლთანაც დაისვენებს" - ხავი გრასია
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, ინგლისის თასის 1/32-ფინალში უოტფორდი ბრისტოლს დაუპირისპირდება, მატჩი 21:45 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრამდე უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიასთან ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი ჩაკვეტაძეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის დღევანდელ მატჩსაც გამოტოვებს.
გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ბოლო მატჩამდეც ვისაუბრე. მას არაფერი აწუხებს, თუმცა ის ბრისტოლთანაც დაისვენებს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რამხელა დრო გაუცდა და მას ძალების აღდგენა სჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრისთვის მზად იქნება. - ხავი გრასია - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ ესპანელი სპეციალისტი გიორგი ჩაკვეტაძეს 4 იანვარს, ჰალის წინააღმდეგაც ასვენებდა, თუმცა მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.