გიორგი წიტაიშვილის შეფასება ესპანიოლთან მოგებულ მატჩში
14 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში რაიო ვალეკანომ ესპანიოლი 2:1 დაამარცხა.
რაიოს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მოედნიდან 76-ე წუთზე გაიყვანეს.
ქართველი ფეხბურთელის თამაში Sofascore-მა 6,4 ქულით შეაფასა, 6,2 ქულა დაიმსახურა გიორგიმ Whoscored-სგან, 6,7 კი - Flashscore-სგან.
წიტაიშვილმა, რომელიც ბურთს 22-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და 11-დან 9 ზუსტი გადაცემა (82%) გააკეთა.
რაიო ვალეკანო 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა. მადრიდული გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 19 სექტემბერს, ოსასუნასთან სტუმრად გამართავს.
⚡️ ¡¡¡ FINAAAL DEL PARTIDO !!!
— Rayo Vallecano (@RayoVallecano) September 15, 2026
➕3⃣ Gran victoria con goles de Álvaro y Pedrosa!!!#RayoEspanyol #VamosRayo pic.twitter.com/OuVs8BMN8f