"გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს არაერთი კარგი გუნდი იჩენს" - Footmercato
ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა დიდი ალბათობით კვლავ ევროპის TOP 5 ლიგაში იასპარეზებს. Footmercato-ს ინფორმაციით 25 წლის შემტევის დამატებით რამდენიმე გუნდის ინტერესი უკვე გამოიკვეთა.
წყაროს ცნობით, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ლორიენი დიდი ინტერესით აკვირდება წიტაიშვილს და მას დაუკავშირდა კიდეც, მაგრამ სწრაფად მოქმედება მოუწევთ, რადგან გიორგის მიმართ დიდი კონკურენციაა. ქართველის მიმართ ასევე დიდ ინტერესს იჩენენ გერმანიის ბუნდესლიგის ფრაიბურგი და ნიდერლანდური ერედივიზიონის პსვ ეინდჰოვენი.
🚨 EXCL🟠⚫️ #FCLorient 🐟
— Sébastien Denis (@sebnonda) July 20, 2026
❗️ Libre après son départ de Metz, Giorgi Tsitaishvili est courtisé par Lorient, qui a déjà approché le joueur. L'idée de rester en L1 ne le laisse pas insensible
🔁Fribourg 🇩🇪 et le PSV 🇳🇱 sont sur le couphttps://t.co/ibz4lO1fpn pic.twitter.com/d9ONoQ0zou
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაშვილი გასულ სეზონში ფრანგულ მეცში ასპარეზობდა, რომელიც ლიგა 1-დან გავარდა, ამჟამად კი ქართველი ფეხბურთელი უგუნდოდაა.
დაინტერესებულ გუნდებს რაც შეეხება, ლორიენი გასულ სეზონში ლიგა 1-ში მე-10 ადგილზე გავიდა, ფრაიბურგმა ევროპა ლიგის ფინალი ითამაშა და ასტონ ვილასთან დამარცხდა, შიდა ჩემპიონატში კი მე-7 პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს. რაც შეეხება პსვ ეინდჰოვენს, მათ ნიდერლანდების ჩემპიონობა იზეიმებს და ისინი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ.
სხვა სტატიები
გიორგი მიქაუტაძემ პსვ-ს გაუტანა (ვიდეო)
22 საათის წინ ფეხბურთი