გიორგი წიტაიშვილის გოლი ლიგა 1-ის საუკეთესოდ დასახელდა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მეცის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი წიტაიშვილის გოლი საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბრის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა. 25 წლის ქართველმა შემტევმა ეს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მოახერხა და კუთვნილი ჯილდოც დაისაკუთრა.
დეკემბერში, გიორგი წიტაიშვილმა თვის საუკეთესო გოლის ჯილდო მოიგო. გილოცავ!
- წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი
გიორგი წიტაიშვილმა მეცის რიგებში სულ 18 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული რა დროშიც 2 გოლი/1 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
🇬🇪 Giorgi Tsitaishvili remporte le #ButduMois de décembre 🏆
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) January 9, 2026
👏 გილოცავ 👏 pic.twitter.com/FtBq4P0dW7