Belive

ქართული საგოლე მოქმედებების მიუხედავად, მეცი მაინც დამარცხდა

2 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიგა 1-ის 26-ე ტურში მეცმა ტულუზას უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. ჩემპიონატის ბოლო 14 მატჩში მეცს მოგება არ აქვს და შესაბამისად, გუნდი ცხრილის ბოლო ადგილზეა (13 ქულით).

ქართველმა ფეხბურთელებმა ამ მატჩში შედეგიანად ითამაშეს - წიტაიშვილმა, რომელმაც შეხვედრა სრულად ჩაატარა, საგოლე გადაცემა შეასრულა. ჩვენი ნაკრების მარცხენა მცველისთვის ეს მეორე ასისტია ჩემპიონატში, წიტაიშვილს 2 გოლიც აქვს გატანილი.

აბუაშვილი მოედანზე 71-ე წუთზე შემოვიდა და 88-ზე გამათანაბრებელი გოლი გაიტანა (3:3), თითქოს ქართველმა შემტევმა მეცი წაგებისგან იხსნა, თუმცა მასპინძლებმა 99-ზე მაინც გაუშვეს და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. აბუაშვილისთვის ეს მეორე გოლი იყო ლიგა 1-ში.

წიტაიშვილის თამაში 8.2 ქულით შეფასდა, აბუაშვილისა კი 7.2-ით. გიორგი ქვილითაია მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

სხვა სტატიები