"გიორგი ქოჩორაშვილი კარგად ვითარდება" - სპორტინგის მწვრთნელი
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში სპორტინგი მორეირენშეს შეხვდება, მატჩი 22 სექტემბერს, 23:15 საათზე გაიმართება.
სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟეშმა მომავალი მატჩის და გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ისაუბრა:
მორეირენშეს კარგად ვიცნობ, ეს კარგად ორგანიზებული და მოტივირებული გუნდია. ისინი ცხრილში მე-5 პოზიციაზე არიან, რაც მათ ხარისხზე მეტყველებს.
გიორგი ქოჩორაშვილი კარგად ვითარდება უყვარს მოსმენა, სწავლა, ის აუცილებლად ადაპტირდება და თავის ძლიერ მხარეებს გუნდის სასარგებლოდ გამოიყენებს. კმაყოფილი ვარ მისი იმ თვისებებით რაც უკვე გუნდში გამოამჟღავნა და ის აუცილებლად კიდევ უფრო გაუმჯობესდება. - რუი ბორჟეში - სპორტინგის მთავარი მწვრთნელი
O essencial da conferência de Rui Borges: o telefonema de Mourinho, o miúdo que será capitão e o 'seu' Moreirense https://t.co/um3u4grZnB
— SAPO (@sapo) September 21, 2025