"გიორგის პროგრესი იგრძნობა" - სპორტინგის მწვრთნელი
17 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სპორტინგის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟეშმა ბენფიკასთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის შესახებ ისაუბრა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა გიორგი ქოჩორაშვილზეც გაამახვილა ყურადღება.
ბენფიკას წინააღმდეგ ჟოაუ სიმოეშს ვათამაშებ თუ ჰიდემასა მორიტას მოგვიანებით გადავწყვეტ. სიმოეში შესანიშნავ ფორმაშია, წინა შეხვედრაში მისი უთამაშებლობის მიზეზი ჩვენი მეტოქის გამო იყო განპირობებული, ის შესანიშნავ ფორმაშია. მორიტამ ძალიან მოუმატა, გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც საკმაოდ იგრძნობა და გუნდთანაც კარგად ადაპტირდა. მას თავისი ზრდის წარმოსაჩენად მეტი სივრცე და შესაძლებლობა მიეცემა. ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ გიორგი, მორიტა და სიმოეში პროგრესირებენ. - რუი ბორჟეში - სპორტინგის მთავარი მწვრთნელი
პორტუგალიის უმაღლეს დივიზიონში სპორტინგს 31 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ბენფიკა 28 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება ხვალ 23:59 საათზე დაიწყება.