Belive

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით ლაციო დაინტერესდა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, კარიერა შესაძლოა ,,ლაციოში'' გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე ,,მეცს'', რომელიც მომავალ სეზონში ლიგა 1-ში იასპარეზებს, წინადადებით უკვე მიმართა.

იტალიურ მედიაში ჟორჟის მიმართ სხვა გუნდების ინტერესზეც იწერებოდა, მათ შორის ტურინის ,,იუვენტუსი'' და ,,მილანიც'' იყვნენ.

გიორგი მიქაუტაძე გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა თავდამსხმელმა 37 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა, რითაც ბომბარდირთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები