Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება მონპელიეს წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "მონპელიესთან" 3:0 დამარცხდა.

ქართველი ფეხბურთელი "მეცის" ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, გიორგი მიქაუტაძემ თავის გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, ის Sofascore-მა 7.2-ით შეაფასა, ბურთს 37-ჯერ შეეხო, ერთხელ კარში დაარტყა, 3-ჯერ კარისკენ და ორჯერაც მისი დარტყმული დაიბლოკა. შესრულებული 3 დრიბლინგიდან 2 წარმატებული გამოდგა. 20 გადაცემიდან 19 ზუსტი იყო (95%). სათამაშო 10 ორთაბრძოლიდან კი 4-ში დარჩა გამარჯვებული.

Whoscored-მა გიორგი მიქაუტაძეს 6.5 შეფასება დაუწერა.

"მეცი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 17 ქულით ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი "ლიონის" წინააღმდეგ 24 თებერვალს გამართავს.

სხვა სტატიები