Belive

გიორგი მიქაუტაძემ სეზონი 13 გოლით დაასრულა, ვილიარეალმა - სამეულში

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის ბოლო ტურში, რომელშიც ვილიარეალი ატლეტიკოს მასპინძლობდა, ჩემპიონატის მესამე ადგილოსნის ბედი წყდებოდა. 'ყვითლებმა' დიეგო სიმეონეს გუნდი უბრალოდ გაანადგურეს (5:1) და სატურნირო ცხრილში ადგილი ბარსელონასა და რეალის შემდეგ დაიკავა.

გიორგი მიქაუტაძემ ეს შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა - ქართველმა ბოლო ტურშიც გაიტანა და სეზონი 13 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა. ამ სეზონში, ვილიარეალის შემადგენლობაში, ამაზე მეტი არავის გაუტანია.

ვილიარეალმა აიოზე პერესის დუბლით, პარეხოს, გეიესა და მიქაუტაძის თითო გოლით მოიგო, სტუმართა მხრიდან კი ერთი გოლის გატანა პუბილმა მოახერხა.

მინდორზე მყოფთა შორის, გიორგიზე უკეთესი შეფასება მხოლოდ პერესმა და ნიკოლო პეპემ მიიღეს (2 საგოლე გადაცემა) - მიიქაუტაძემ 8.1/8.2 ქულა დაიმსახურა (WHOSCORED-სა და SOFASCORE-ის მიხედვით). ქართველი თავდამსხმელი 89-ე წუთზე შეიცვალა.

გუნდმა გააცილა მთავარი მწვრთნელი მარსელინოც, რომელიც ვილიარეალს დატოვებს.

სხვა სტატიები