"გიორგი მიქაუტაძემ ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნა" - L'Equipe
ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებისგან იხსნა. ფრანგული გუნდი სწორედ ჟორჟის გაყიდვამ გადაარჩინა, ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
ლიონის მმართველმა სუბიექტმა (Eagle Football Group) გუშინ საღამოს 2025-2026 წლების პირველი კვარტლის (1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით) სახაზინო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ყველა შემოსავლის წყაროს ავლენს (სატელევიზიო ტრანსლაციები, მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ა.შ.), გარდა ფეხბურთელების გაყიდვისა. მოთამაშეების ტრანსფერებიდან მიღებულმა შემოსავალმა 40.7 მილიონ ევროს მიაღწია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რომელიც 29.7 მილიონს უტოლდებოდა.
ფინანსური ზრდა 37%-იანია, რომელიც მთლიანობაში 66.1 მილიონი ევროდან 70.8 მილიონ ევრომდე გაზრდას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ლიონის შემოსავლების 57% ფეხბურთელების ტრანსფერებიდან მოდის, ძირითადად ლიონის ფინანსებზე კარგი კუთხით, გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალში გადასვლამ იმოქმედა, რადგან მისმა გაყიდვამ კლუბის ხაზინაში 22.6 მილიონი ევრო შეიტანა.
En difficulté financière, l'OL a été sauvé par le trading sur la première partie de saison 2025-2026
— L'Équipe (@lequipe) November 10, 2025
➡️ https://t.co/BeaTzNMETF pic.twitter.com/3SKKYSnO2v
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 31 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ქართველმა ფორვარდმა ესპანური გუნდის მაისური 12 შეხვედრაში მოირგო და 4 გოლი/2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.
ლიონში მის მონაგარს რაც შეეხება, 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა რა დროშიც 18 გოლი გაიტანა და 11 ასისტი შეასრულა.