Belive

გიორგი მიქაუტაძე თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის იბრძვის

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მეცის" ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვებისთვის იბრძვის.

22 წლის ქართველი თავდამსხმელი საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული გაერთიანების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა იმ 3 ფეხბურთელის სიაში შეიყვანა, რომლებიც თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

გიორგი მიქაუტაძისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი.

გიორგი მიქაუტაძეს პრიზისთვის ბრძოლაში ორი კონკურენტი ჰყავს - "ბასტიას" თავდამსხმელი ფრენკ მაგრი და "სენტ-ეტიენის" განაპირა მცველი ნილს ნკუნკუ.

მარტის თვეში მიქაუტაძემ "მეცის" შემადგენლობაში ოთხ შეხვედრაში ითამაშა, საიდანაც მისმა გუნდმა 3 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა. თავად მოედანზე 359 წუთი გაატარა, 3 გოლის გატანა მოახერხა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

გიორგი მიქაუტაძეს ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, რომელშიც 16 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, უშუალოდ ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავას კი 15 გოლით ლიდერობს.

რაც შეეხება "მეცს", ლიგა 2-ში ჩატარებული 30 მატჩის შემდეგ დაგროვებული 52 ქულით გუნდი მეოთხე ადგილს იკავებს და მეორე ადგილზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის "ბორდოს" 4 ქულით ჩამორჩება. შემდეგ შეხვედრას ქართველი ფეხბურთელების გუნდები ერთმანეთის წინააღმდეგ 15 აპრილს ჩაატარებენ.

სხვა სტატიები