Belive

გიორგი მიქაუტაძე სიტარდთან მატჩში აიაქსის ძირითად შემადგენლობაშია

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერედივიზიონის მე-4 ტურში ,,აიაქსი'' ,,სიტარდს'' ესტუმრება. მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.

ამსტერდამული გუნდის ძირითად შემადგენლობაშია გიორგი მიქაუტაძე, რომელიც დღეს ,,აიაქსის'' მაისურით სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს.

აიაქსის შემადგენელობა დღევანდელ მატჩში ასე გამოიყურება:

გორტერი - რენსხი, შუტალო, ჰატო, ავილა, ტაჰიროვიჩი, ჰლინსონი, ვან დენ ბომენი, ფორბსი, ბრობი, მიქაუტაძე.

2 ტურის შემდეგ ,,აიაქსს'' 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

 

სხვა სტატიები