Belive

გიორგი მიქაუტაძე: "დატვირთული რეჟიმის გამო, მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება..."

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდმა - გიორგი მიქაუტაძემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოახლოებულ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსა და სანაკრებო მატჩებზე წერს.

„ბევრი გულშემატკივარი ელოდება ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში გაიმართება. ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემი სახელი შემადგენლობაში ვნახე, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს და გულშემატკივარს. მათი თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. რთული საფეხბურთო სეზონის შემდეგ, მინდა იცოდეს გულშემატკივარმა, რომ ახლა სრულად მოახლოებულ სანაკრებო მატჩებზე ვფიქრობ და ასეთი დატვირთული რეჟიმის გამო, მოახლოებულ ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაში რთული იქნება. წარმატებები საქართველოს, დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საუკეთესო შედეგისთვის, მათ ამის კარგი გამოცდილება აქვთ“

21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველო და რუმინეთი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებენ. აღნიშნული ტურნირი იმ გარემოებითაცაა მნიშვნელოვანი, რომ 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ურთულეს ჯგუფშია, სადაც ბელგიის, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის წინააღმდეგ მოუწევს დაპირისპირება.

სხვა სტატიები