გიორგი მამარდაშვილის შეფასება ხეტაფეს წინააღმდეგ
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის შეხვედრაში "ვალენსიამ" "ხეტაფე" 3:0 დაამარცხა და ევროთასების ზონასთან 1 ნაბიჯშია.
გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრა რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუვლელად ითამაშა, Sofascore-მა ქართველ მეკარეს მატჩში ყველაზე მაღალი 7.9 შეფასება დაუწერა. მამარდამ ბურთი 3-ჯერ მოიგერია, 30 გადაცემიდან 25 ზუსტად შეასრულა და 1-დან 1 ორთაბრძოლა მოიგო.
"ვალენსია" ლა ლიგის ცხრილში 45 ქულით (11 მოგება, 12 ფრე, 12 მარცხი) მე-9 პოზიციაზეა და ევროთასების ზონას მხოლოდ 1 საფეხური აშორებს. "ღამურების" მომდევნო მეტოქე "ალავესი" იქნება, შეხვედრა 14 მაისს 21:00 საათზე გაიმართება.
#ValenciaGetafe
— Valencia CF (@valenciacf) May 10, 2025
⚽ 3-0 | FINAAAAAAAAAAL DEL PARTIDO
Victoria gracias al gran trabajo de equipo y afición. AMUNT! 🦇#ADNVCF pic.twitter.com/cK5uZOXT8h