Belive

ალისონისთვის სეზონი დასრულდა - მამარდაშვილი მთავარი მეკარე იქნება

8 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ალისონ ბეკერის ტრავმა ნავარაუდევზე მძიმე აღმოჩნდა - ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბრაზილიელი კიპერისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია!

არნე სლოტმა მანჩესტერ სიტისთან გასამართი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ალისონი სეზონის დარჩენილი ნაწილის ბოლომდე ვერ შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელის განცხადება ნიშნავს, რომ კლუბის მთავარი მეკარე გიორგი მამარდაშვილი გახდება, რომელიც ლივერპულის კარს პრინციპულ მატჩებში დაიცავს.

გიორგი მამარდაშვილს რთული გამოცდის ჩაბარება ჯერ მანჩესტერ სიტისთან სათასო დაპირისპირებაში, ხოლო შემდეგ პარი სენ-ჟერმენთან, ჩემპიონთა ლიგის 2-მატჩიან დუელში მოუწევს.

იმ შემთხვევაში თუ ლივერპული პარიზული გრანდის ბარიერს დაძლევს და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავა, კარს კვლავ მამარდაშვილი დაიცავს - ბრაზილიელის დაბრუნების ერთადერთ შესაძლო ვარიანტად 30 მაისი და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ფინალი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ალისონმა კუნთის ტრავმა ლივერპულის ვარჯიშზე მიიღო. თავდაპირველად დამაიმედებელი პროგნოზი ვრცელდებოდა, თუმცა დამატებით ჩატარებულმა კვლევემა დაადგინა, რომ ტრავმა გაცილებით უფრო კომპლექსურია.