Belive

გიორგი მამარდაშვილის გამოსამშვიდობებელი წერილი ვალენსიას

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში ვალენსიამ ბილბაოს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ვალენსიელებმა სეზონის მთავარი ამოცანა შეასრულეს და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, თუმცა ევროტურნირებზე ასპარეზობას ვეღარ მოახერხებენ.

გიორგი მამარდაშვილისთვის ეს ბოლო მატჩი იყო მესტალიაზე - ვალენსიას მაისურით. ქართველმა მეკარემ სოციალურ ქსელში დამშვიდობების წერილი გამოაქვეყნა.

არ ვიცი, ვიყავი თუ არა საუკეთესო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი თავის საუკეთესო ვერსია.

დღეს განსაკუთრებული და ემოციური დღეა. დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო. ჩამოვედი, როგორც უბრალო ბავშვი, ესპანურის ცოდნის გარეშე, მაგრამ დიდი ოცნებით. ამ დროში იყო ბევრი სირთულე, განვითარების რთული გზა და დაუვიწყარი მომენტები.

დღეს დროა დაგემშვიდობოთ. მადლობა ყველას, ვინც ამ 4 წლის განმავლობაში ჩემ გვერდით იდგა. ვფიქრობ, ჩემი პატარა ისტორია ვალენსიაში დავტოვე.
იმედია, ეს კლუბი ყოველთვის იქნება იქ, სადაც მისი ადგილია. - წერს გიორგი მამარდაშვილი
View this post on Instagram

A post shared by Gio Mamardashvili (@gmamardashvili25)

მამარდამ ვალენსიაში 4 სეზონი გაატარა და 100 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა. ის ლივერპულმა წინა ზაფხულს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეიძინა, ერთი სეზონით ვალენსიაში დატოვა, ახლა კი მერსისაიდელებს შეუერთდება.

სხვა სტატიები