Belive

გიორგი გულიაშვილი მე-18 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელი გიორგი გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ქართველმა შემტევმა ჟელეზნიჩარის წინააღმდეგ გოლის გატანა ვერ შეძლო, მაგრამ მაინც ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, გულიაშვილმა 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და სარაევოს 4:0 მოაგებინა.

ბოსნია ჰერცოგოვინის ჩემპიონატის გვერდმა გიორგი სიმბოლურ გუნდში შეიყვანა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დაასახელა.

სრულად თერთმეტეული ასე გამოიყურება:

მეკარე: ივან ბანიჩი (სარაევო)

მცველები: სრდიან გრაბეზი (სლოგა დობოი), ბარტულ მარკოვინა (რადნიკი ბიელინა), სლობოდან იაკოვლიევიჩი (ჟრინსკი), ზორან კვრზიჩი (ბორაცი ბანია ლუკა)

ნახევარმცველები: ანდრეს მოედანო (პრიედირო), აგონ ელეზი (სარაევო), ადამ ლიაიჩი (სარაევო)

შემტევები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო), ამარ მილაკი (ველეზ მოსტარი), ლუკა იურიჩიჩი (ბორაცი ბანია ლუკა)

View this post on Instagram

A post shared by Arena Sport BH (@arenasportbh)