Belive

გიორგი გოჩოლეიშვილის შეფასება მაინცის წინააღმდეგ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის მე-6 ტურის შეხვედრაში გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგმა მაინცი 4:0 დაამარცხა. პირველი გოლი ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა, მისი ძლიერად დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა და შემდეგ ლოკონგამ გაიტანა. რაიან ფილიპმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც ჟან-ლუკ დომპეს ანგარიშზეა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 82-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ერთხელ კარში დაარტყა, ხოლო ერთიც დაუბლოკეს, ბურთს 45-ჯერ შეეხო, 22-დან 17 გადაცემა ზუსტად შეასრულა (77%), 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებული 2 გამოდგა, 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 8-ში გაიმარჯვა.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.0

  • Flashscore - 7.5

  • Whoscored - 7.6

ჰამბურგი ბუნდესლიგის ცხრილში 8 ქულით მე-8 ადგილზეა (2 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 18 ოქტომბერს, 17:30 საათზე ლაიფციგის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები