გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება პორტსმუთთან მატჩში
6 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონშიფის 28-ე ტურში უოტფორდმა პორტსმუთს უმასპინძლა, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
უოტფორდის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც მოედნიდან პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გაიყვანეს.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 6.7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა. ჩაკვეტაძე ბურთს სულ 22-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 15-დან 13 ზუსტი გადაცემა (87%) გააკეთა და 3-დან 1 დუელი მოიგო.
6.5 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 7.1-ით კი - Flashscore-მა.
27 მატჩის შემდეგ, უოტფორდს 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა. ჩაკვეტაძის გუნდი მომავალ შეხვედრას 24 იანვარს, ბლექბერნის წინააღმდეგ გამართავს.