Belive

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება კალიარის წინააღმდეგ

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის შეხვედრაში უდინეზე კალიარისთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე დანიელ მალდინიმ გაიტანა.

გიორგი ჩაკვეტაძე მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო, ბურთს 37-ჯერ შეეხო, 33 გადაცემიდან 32 ზუსტად შეასრულა (97%), კარისკენ 2-ჯერ დაარტყა და ორივე დაუბლოკეს.

გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება:

  • Flashscore: 6.5

  • Sofascore: 6.4

  • Whoscored: 5.9

უდინეზე სერია A-ში 4 ქულით მე-13 პოზიციაზეა (1 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 12 ოქტომბერს ტორინოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები