Belive

"გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდში დარჩება" - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე, იჯარით ,,უოტფორდში'' თამაშობს, 2022/23 წლების სეზონი კი ,,სლოვანში'' გაატარა, სლოვაკური გუნდის და საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ მისი დაბრუნება "სლოვანში" სურთ.

"უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის გუნდიდან გაშვება არ განიხილება.

მე არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ცნობები, შემიძლია გითხრათ, რომ გიორგი აქ დარჩება. ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ჩვენ გვიყვარს ის, როგორც ადამიანი და ის დიდი პროფესიონალია. ჩვენ მასთან კარგად ვმუშაობთ და ჩემი მხრიდან არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ის გუნდიდან გავუშვათ. - ვალერიენ ისმაელი - "უოტფორდის" მთავარი მწვრთნელი

გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიური ,,გენტის'' საკუთრებაა და ივლისიდან იჯარით ,,უოტფორდში'' თამაშობს. მიმდინარე სეზონში 24 წლის შემტევის ანგარიშზე ჩემპიონშიფში ჩატარებულ 16 მატჩში 1 საგოლე პასია.

2022-2023 წლების სეზონი ჩაკვეტაძემ სწორედ ,,სლოვანში'' გაატარა, სადაც 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა.

სხვა სტატიები