უოტფორდმა საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი დაადასტურა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე უოტფორდში ითამაშებს.
ტრანსფერს ინგლისური კლუბი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
მივესალმებით საბა გოგლიჩიძეს, რომელიც სეზონის ბოლომდე იჯარით უდინეზედან შემოგვიერთდა.
უოტფორდი, სადაც გიორგი ჩაკვეტაძეც თამაშობს, ჩემპიონშიფის 30 ტურის შემდეგ 43 ქულით ჩემპიონშიფის მე-10 პოზიციაზეა.
გოგლიჩიძე უდინეზეში გასულ ზაფხულს გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში საბამ უდინეზეს მაისურით სულ 9 შეხვედრაში ითამაშა, რომელთაგან 4-ში ძირითად შემადგენლობაში იყო.
✍️🇬🇪 A big welcome to Saba Goglichidze, who joins us on loan from Udinese until the end of the season. pic.twitter.com/zWSbA3075z
— Watford Football Club (@WatfordFC) February 2, 2026