Belive

გერმანიიდან საქართველოში: საბურთალოს ახალი მწვრთნელი ჰყავს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. თბილისურ გუნდს ხვიჩა შუბითიძე უხელმძღვანელებს. 46 წლის ქართველი სპეციალისტი, 26 წელია გერმანიაში მოღვაწეობს და იქ ჯერ 1996-2013 წლებში, სხვადასხვა ლიგებში თამაშობდა (მათ შორის ბუნდესლიგაში, "აუესა" და "სენტ პაულში"), შემდეგ კი მწვრთნელის ამპლუაში გადაინაცვლა და რამდენიმე გუნდის თავკაციც გახლდათ. შუბითიძე სამწვრთნელო კარიერას LVB „ლაიპციგში“ იწყებდა 2015-19 წლებში კი "ჰელეშერის" 17 და 19-წლამდე გუნდებში მუშაობდა, ეს უკანასკნელი ქართველმა სპეციალისტმა ბუნდესლიგის შესაბამისი ასაკობრივი ლიგის უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. როგორც "საბურთალოს" პრესსამსახური იუწყება, მხარეებს შორის კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა შეთანხმება შედგა და შუბითიძე ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრას დაესწრება, რომელშიც მისი ახალი გუნდი "სამტრედიას" ესტუმრება. რამდენიმე დღის წინ, "საბურთალო" ლევან კორღალიძემ დატოვა, რომელმაც თბილისურ კლუბში 7 თვე გაატარა. 15 აპრილს გასამართ მატჩში გუნდს მოედანზე ლაშა ნოზაძე გაიყვანს. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება. 8 ტურის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით, "საბურთალო" ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები