Belive

გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკო შლოტერბეკის დიაგნოზი მძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური მცველისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.

26 წლის შლოტერბეკმა დაზიანება კოტ დ'ივუართან მოგებული მატჩის (2:1) დროს მიიღო. მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევებით კი დადასტურდა, რომ ცენტრალურ მცველს მყესი აქვს გაწყვეტილი. ყველაზე დამაიმედებელი პროგნოზითაც კი, შლოტერბეკი მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 2-3 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ნიკო შლოტერბეკმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბუნდესთიმის ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე შემთხვევაში თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. კურასაოსთან მოგებულ (7:1) მატჩში მან შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანაც შეძლო, ხოლო კოტ დ'ივუართან მოედანზე მხოლოდ 45 წუთი გაატარა.

სხვა სტატიები